დურკჰეიმი

დურკჰეიმი
დურკჰემიანისტულ მიდგომებში კულტურის მიმართ რელიგიას ძირითადი ადგილი ენიჭება. რელიგიაზე ფოკუსი შესაძლებლობას იძლევა ხაზი გავუსვათ სიმბოლური სისტემების კომპლექსურობასა და ავტონომიას. ფუნქციონალური და ვებერიანული თეორიებისაგან განსხვავებით, დურკჰემისეული მიდგომა არ არის მხოლოდ დაინტერესებული კულტურული პროცესების ისტორიული გაგებით ან კიდევ შედარებითი მიდგომებით მათ სოციალური და ეთიკური კოდების მიმართ. შესწავლის საგანი ხდება მნიშვნელადი სისტემის სტრუქტურა და პროცესი, რომლებიც განიხილება როგორც უნივერსალური, მიუხედავად მათი ისტორიული დროისა თუ ადგილისა. ამ კუთხით დურკჰემისეული მიდგომა უფრო ჰგავს სემიოტიკურსა და სტრუქტურალისტურს. როგორც სემიოტიკა, დურკჰემისეული თეორია კულტურულ სისტემებს განიხილავს როგორც ორგანიზებულს სიმბოლურ ანტინომიებად. ის ამ ფორმალიზმს სცილდება რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტში: უპირველეს ყოვლისა, დურკჰემისეული მიდგომა მიუთითებს, რომ ეს ანტითეზისები წარმოადგენენ არა მხოლოდ კოგნიტურ ან ლოგიკურ კლასიფიკაციებს, არამედ საკრალურსა და ჩვეულებრივს შორის ახდენენ გამიჯვნას. ასეთი ტიპის დაპირისპირებებს ემოციური და მორალური ხასიათი აქვს. კოგნიტური, ემოციური და მორალური დაყოფები შეიძლება განვიხილოთ როგორც ორგანიზებული სოციალური თემების საფუძველი, რომელთა წევრებსაც ერთმანეთთან აკავშირებთ მჭიდრო სოლიდარობის განცდა.დურკჰემისეული მიდგომა ხაზს უსვამს იმას, რომ მედიაციის როლს სიმბოლურ დაყოფებსა და სოციალურ სოლიდარობებს შორის ასრულებს რიტუალი. რიტუალები არის ინტენსიურად ემოციური ურთიერთობები, რომლებიც საკრალურ სიმბოლოებზე ორიენტირდებიან. ისინი შეიძლება წარმოიშვან როგორც სიმბოლური მუქარის მიმართ რეაგირება ან კიდევ სოციალური სოლიდარობის შესუსტების შედეგი საზოგადოებებსა თუ ჯგუფებში.
Source: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно решить контрольную?

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»